შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ბებიაჩემი

ბებიაჩემი

და როცა მიწა კვირტ შემსკდარი, გაახელს თვალებს.
ხელებს დახედავს ბებიაჩემი ნაოჭებიანს.
იტყვის ხელები, რომლით გატარე დღევანდელ დღემდე;
შენ რომ გაზრდილხარ,მე რა უცებ დამბერებია.

და როცა დაფშვნის ოდის პარმაღში ქარი თავთავებს.
მრავლის მნახველი თვალებიც კი დაოსდებიან.
ჭაღარები კი, შენი არა,-ჩემი სიცოცხლის;
უსწორმასწორო,ნაზამთრალი, ღამეებია.
გ .გიორგაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →