შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მოლოდინი

გარეთ ამინდი აირია,გწერდი ძვირფასო,
ქარმა საკალმე გადამიგდო ბოლო აბზაცზე,
და დარაბებიც დამიხურა როს ამას წინათ,
ხვალ წამიყვანენ დასაწვენად აბასთუმანზე.

ახლა ვერ გეტყვი იქ უშენოდ თუ მიშველიან!?
იქნებ უფალმა არ გამწიროს უცხო მიწაზე,
მინდა სიკვდილი გავაჩოჩო თუ დამაცლიან,
რაკი დღეები დამითვალეს აღსასრულამდე,

გემშვიდობები,ჩემო ძვირფასო გემშვიდობები,
მაისობამდე,ვარდობამდე,გაზაფხულამდე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →