შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ზემო-ხეთი…...

სანთლის შუქზე ლანდები,ხელებს ნაზად ეხება.
როგორც ქსელი ობობის კედელს ეალერსება,
იქნებ ამას გახსენებს გოგლას პატარძეული,
ტირიფები ხევისკენ აკვნად გადარწეული,
და ღამეში გრძნეული დედაბრების ფეთება,
ამ მაჭრობის ამინდში დაგინახო ეგება!_
არ მინდოდა მარტო სულს,აქეთ-იქით ხეტება,
და ნაძვნარში ხეთების ობლად შემოეთება,
რა კარგია იცოდე დაკვრა გურულ ფანდურის,
და სომღერა გცოდნოდა იმერული ნადურის,
მოლოდინის თვალები აივნისკენ მექნება_
სტუმრისათვის მასპინძელს აქ ყოველთვის ეცლება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →