შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჰელიო

დაღამდა და ლამპიონები ჩაანაცვლებენ მთვარეს.
ჩვენს ქალაქშიც გადაყლაპავენ ვარსკვლავებს
ნარინჯისფერი სინათლეები.
მასაც გაუტყდება ძილი…
თითქოს ახალ დროებაში გადავგორდით.

დაღამდა და ამღერდა ქუჩები...
ნარინჯისფერი ედება ტროტუარებს.
ელექტრო დაფარა ღამეული ნაბიჯების ხმა...
ფოთლების შრიალი, მარტოობის,
ტკივილის, ფიქრის ხმა.
ნელ-ნელა ბნელმა კუთხეებმა დაიწყეს კვდომა...

სამასი ათას კილომეტრ წამში სიჩქარით,
შემოვარდება ჰელიოსი ეზოებში,
მაგრამ რა აზრი აქვს როცა ყველას ძინავს?!
მოუშვებს ონკანს დალევს წყალს და მოწყენილი ჩამოჯდება
იქვე ქვაზე, მოთმინებით დაელოდება სანამ ეს ყველა გაიღვიძებს,
ჩაჯდება თავის ეტლში და გაფრინდება
დედამიწის მეორე ბოლოში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →