შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ჩიტი

თრთის პატარა ჩიტი მავთულზე.
კენკავს ათას ჩენჩო-რადიოაქტიურ ნარჩენებს,
იხლართება ელექტრო ტალღებში, იჟღინთება ყოველდღიურ მტვერსა და ხმაურში.

ხან ასფალტზე აგდია გასრესილი,
ხანაც ვირთხები და კატები ჯიჯგნიან მის ხორცს.
უნგრევენ საცხოვრებს, ხშირად ძინავს საბუდარის გარეშე ცისქვეშეთში.

მიედინება მისი ყოველდღიურობა მარტოობაში.
მაგრამ ჯიუტად ეძებს დემონებით ალყა შემორტყმულ ქალაქში
პატარ-პატარა სიწმინდეებს.

სადაც არ უნდა გაჩნდეს,
სადაც არ უნდა დაიდგას ბუდე,
შორს არ წავა, რადგან იერუსალიმი იქაა სადაც პირველად გაახილა თვალები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →