შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მომენტი

როგორ დაგეცემა ხოლმე პრიზმა და დაგშლის ფერებად.
წამით შედევრად გაქცევს.
თითქოს სინათლიდან ამოხვედი არარაობა დაშლილი სასწაულებად.

მანქანიდან გადმოსული ღმერთის ხელიდან
დაგორებული მარცვალი.

მზე ადგას გვირგვინად ცას და
მოედინება ათასფერად დაშლილ სინათლედ,
ცოდვებით დახუნძლულ ცისქვეშეთში.

მხოლოდ ჭეშმარიტ ოსტატებს შესწევთ ძალა დაშალონ შუქი ათას ფერად და მოაქციონ ერთ ჭურჭელში.

შემოაჯდებიან მეტეორებს და წაიღებენ
გრაალს იდუმალებაში.

და თუ ტკბობაა მაშინ მხოლოდ წამიერი
მეტამორფოზებით,
რომელნიც ასე დაგშლიან არარაობას
პატარ-პატარა ფერად სინათლეებად,
და შენც სასწაულის ნაწილი ხდები.

TBS 2019
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →