შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დღე

განთიადის მოლოდინში, ოცნებების ბორკილებით შებრრკილი ვუმზერ ჰორიზონტს.
და როს გააპობს ატონი ოქროს ხოპეშით კუნაპეტ ღამეს,
ავეწყობი და მოვედები ქალაქის ქუჩებს.

გავეხვევი ქაოსსა და ორომტრიალში,
და როგორც ჩემი დროის რიგითი გმირი.
შემოვაჯდები მატარებლის ფოლადის რითმებს.

ისევ ჯიქურ შევცურავ, მორიგ თავგადასავალში.

BER2021
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →