ჩანაწერი
Laravel
ჰო,თავის ტკივილებს ვაბრალებ და
ჰო,თავის ტკივილებს ვაბრალებ და
ვათენებ,ვინ მოთვლის,მერამდენედ…
ცოტახნით ჩავთვლემ და,გევედრები
ადე,იცხოვრეო,შემახსენე!
მეც ვიცი,შემეძლო უფრო მეტი,ჰო,
რა ვქნა-მივყევი ხასიათებს,
ხანდახან ოთახში ვიკეტები…
ეს ჩემი დარდებიც აზვიადებს…
შენ,ჩემი კაპრიზის კავალერო,
არ გეწუწუნები,დაგინდე…
დღეს მინდა სიცილი გავაჟღერო,
გულზე სანთელივით დაგიდნე.
შენი მოკაშკაშე თვალებია
სიცილისას- რომ ჰგავს სიცოცხლეს,
ასე ჯერ არავინ მყვარებია,
ჩემო კავალერო,იცოდე!
ვათენებ,ვინ მოთვლის,მერამდენედ…
ცოტახნით ჩავთვლემ და,გევედრები
ადე,იცხოვრეო,შემახსენე!
მეც ვიცი,შემეძლო უფრო მეტი,ჰო,
რა ვქნა-მივყევი ხასიათებს,
ხანდახან ოთახში ვიკეტები…
ეს ჩემი დარდებიც აზვიადებს…
შენ,ჩემი კაპრიზის კავალერო,
არ გეწუწუნები,დაგინდე…
დღეს მინდა სიცილი გავაჟღერო,
გულზე სანთელივით დაგიდნე.
შენი მოკაშკაშე თვალებია
სიცილისას- რომ ჰგავს სიცოცხლეს,
ასე ჯერ არავინ მყვარებია,
ჩემო კავალერო,იცოდე!
Laravel
კომენტარი
1ლექსში გამოყენებული ხატები („გულზე სანთელივით დაგიდნე“, „მოკაშკაშე თვალები“) გაცვეთილი და შაბლონურია.
ტექსტს აკლია სიღრმე, ორიგინალური პოეტური აზროვნება ან ახალი მხატვრული ფორმის მიგნება.ხოლო შინაარსს რაც შეეხება, ალბათ ყოველი მესამე ქალის შთაბეჭდილებებია გადმოცემული.