ჩანაწერი
Laravel
ვერ გაუგებ ამ ჩემს ხასიათს და….
ვერ გაუგებ ამ ჩემს ხასიათს და
თუკი ყურადღებას მიაქცევ,
მარტო ყოფნა ცოტა ჭკუიდან მშლის,
თუმც,ვერ ვეგუები ღრიანცელს…
გარეთ გაგანია წვიმებია,
უთავბოლო მზეებს ეს მიჯობს…
მოუსვლელ ზაფხულებს ვეგუები,
ფილტვებს ვატკბობინებ პეტრიჩორს.
მთელი მოთმინება დამელია,
ხალისს ნაადრევად დავცილდი-
როგორც მშვენიერი კამელია…
მიწისფერ დარდებში ჩავცვივდი.
შენ არ დამიღონდე,კავალერო,
სევდა ვის არა აქვს?! რა მიშავს…
როცა ეს დარდები მომერევა,
შენი ვარსკვლავები დამიცავს!
თუკი ყურადღებას მიაქცევ,
მარტო ყოფნა ცოტა ჭკუიდან მშლის,
თუმც,ვერ ვეგუები ღრიანცელს…
გარეთ გაგანია წვიმებია,
უთავბოლო მზეებს ეს მიჯობს…
მოუსვლელ ზაფხულებს ვეგუები,
ფილტვებს ვატკბობინებ პეტრიჩორს.
მთელი მოთმინება დამელია,
ხალისს ნაადრევად დავცილდი-
როგორც მშვენიერი კამელია…
მიწისფერ დარდებში ჩავცვივდი.
შენ არ დამიღონდე,კავალერო,
სევდა ვის არა აქვს?! რა მიშავს…
როცა ეს დარდები მომერევა,
შენი ვარსკვლავები დამიცავს!
Laravel
კომენტარი
0