შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

პროცესია

პროცესია იყო მშვიდი...

აქამდე ტკბილ გზას ბებიაჩემის გარდაცვალების მწარე ყვავილები ეფინებოდნენ....

მიდიოდა აქამდე კლდესავით კაცი,
ტკივილს მოეკეცა სრულიად...

მიდიოდა ხალხი და მიჰყვებოდნენ ჩემს ზაფხულებს გასაცილებლად.

გზა გავიარეთ შარიდან ყვითელ ჭიშკრამდე და ახლოს,ქვასთან,აღარ იჯდა ღიმილიანი ქალი...

მამას სახლთანაც შეჩერდნენ წამით და მორწყულ ბაღს სამომავლო უმისობა აჭკნობდა თითქოს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →