შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

კლდესავით ბაბუაჩემი

ადამიანად არყოფნის სევდამ წამართვა ბაბუაჩემი,
კლდესავით მაგარი ბაბუაჩემი,
სამაგალითო ბაბუაჩემი,
ცოლზე უზომოდ შეყვარებული ბაბუაჩემი.

ბებიას არყოფნამ მოუსწრაფა სიცოცხლე მთასავით ბაბუაჩემს,
ვერ აიტანა მის გარეშე სუნთქვის სიმძიმე

უგზო-უკვლოდ გაქრა
ჩემი ყველა ზაფხული და
წაიშალა ჩემი სოფლის ყველა ბილიკი,
აქ ნასახლარია ჩემი მოგონებების,
ნასახლარია სიყვარულის,
ნასახლარია ჩემი ბავშვობის.

დაიწყო სოფლის ფერგალეული დღეები,
და აღარავინ დამიხვდება სახლის კარებთან…
ზაფხულის ბოლოს აღარავინ გამომაცილებს…
ჩემს მძიმე ჩანთას, შარის ბოლომდე,აღარავინ მოიგდებს ზურგზე…

ან რას დავეძებ მძიმე ჩანთას,
უმისობისას დავატარებ მძიმე შავნაღველს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →