შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ბებიას

სავსე კარ-მიდამო გამოცარიელდა,
დარდი შემოაწვა შენს დარგულ ყვავილებს,
მთების დანახვა და შენი გახსენება,სულ მუდამ ერთია- ცრემლებით მატირებს.

აღარაფერია,ბე,აქ ძველებურად,
ბალიც ვერ ყვავილობს ისე,როგორც მაშინ,
აქ სევდით ავსებულ ძლიერ ბაბუაჩემს,
ისე გამოაკლდი... ისე გამოაკლდი...

ახლა გავიზარდე,აღარ გაგაბრაზებ,
რომ დაბრუნდებოდე-სულ დაგიჯერებდი,
რა ფერადი იყო მაშინ ყველაფერი,
შენს მყუდრო კალთაში როგორ ვისვენებდი...

ქარია და ცივა,ალბათ ძლიერად გრძნობ
შენს სასაფლაოზე თეთრ თოვლს-გადაშლილს;
ბე,გთხოვ დაბრუნდი და კიდევ მომიკრიფე შენი სახლის უკან ის წითელი ვაშლი

25 იანვარი; 2025 წელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →