შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ანდროს

ნუ გეგონება-აღარ წერსო,ჩემზე,არაფერს,
ჩემო დარდების დასაწყისო…
შენზე ფიქრები ამოწურავს სიტყვის მარაგებს,
ეჰ,ჩემი სიყრმის დანაკლისო!…
შენ,როგორც ადრე,აღარ ხარ და დამაღალატე…
მე-სოფლის მთებში გელოდები,რომ გაპატიო,
შენი არყოფნა ვეღარაფრით ვერ გავამართლე…
არადა,მითხრეს-დროსთან ერთად ქრება დარდიო…
შენ,როგორც ადრე,ჩემო ანდრო,ისე მტკივხარ და,
მე,როგორც მაშინ,თავს ძლივს ვუყრი სათქმელად სიტყვებს,
ნუ გეგონება-დამავიწყდა ჩემთვის ვინ ხარ და
არ გამოაკლდე აღარასდროს სალუმეს სიზმრებს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →