შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ედელვაისი

სხვებზე ლამაზი იყო ედელვაისი-იმდენად ლამაზი...ზამთართან ერთად მოვიდა-ყინულზე. თოვლზე,რომელიც არ ტალახდებოდა...
"მე შენ მოგიტან ედელვაისებს"-თქვა ბიჭმა და მთებს ახედა...მთამ გზააბნეულ მდინარეს,ედელვაისს რომ აუარა გვერდი...
იმაზე ადრე გათენდა,ვიდრე თებერვლის მიწურულს.გოგონა ყოჩივარდებს კრეფდა ტყეში,ბიჭი მთიდან ეშვებოდა..."ის იმდენად ლამაზი იყო"-თქვა ბიჭმა და მთისთვის აღარ აუხედავს.გოგოს შეხედა და მერე, საკუთარ ხელისგულებს-ცარიელ,გათოშილ,ვარდისფერ ხელისგულებს.
"ზამთარი მოდის"-თქვა ქალმა და შევერცხლილ თმებზე ხელი გადაისვა.კაცმა უთქმელად მოჰკიდა ცულს დაკოჟრილი ხელი...
მთა ისევ გზააბნეულ მდინარეს დაჰყურებდა,იმას ედელვაისს რომ აუქცია გვერდი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →