შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სულის სიდიადე

უბრალოება სულის სიდიადე,
შენი მეობის მთავარი ფარი,
სულში სიკეთე თუ იყვავილებს
ვერ დაგამარცხებს ვერაგი ძალით.

იყავ კეთილი, აფრქვიე ლაღად,
და გამოხატე თამამ ბგერებით,
ერთადერთია რასაც არასდროს
არ შეუშინდე, გულის ფეთქებით.

მუდამ გჯეროდეს სიკეთის მადლის,
გულით გაეცი, რასაც ისურვებ,
ქვაზე ნადები სიკეთის მადლი,
წინ დაგიხვდება მარად ირწმუნე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →