შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ადამიანო ვინ ხარ მითხარი

ადამიანო ვინ ხარ მითხარი,
ეშმაკს მიჰყიდე სული ღვთიური,
პირუტყვად იქეც, როგორც ცხოველი,
და მთლად წაბილწე შნო ზეციური.
ადამიანო გთხოვ გამოფხიზლდე,
ფერი იცვალა ცისკრის მზიდარმა,
გამოაფხიზლე შენში სიკეთე,
ნუ ამოიგლეჯ გულს ავდრიან ჟამს.
ფერად სამყაროს ნუ უმუხთალებ,
ნუ აფერმკრთალებ ცის სარტყელს მგოსანს,
ქაოსს ნუ სთესავ, გზას ნუ უმოკლებ,
ნათელს ნუ მოჰკვეთ, ძაძას ნუ მოსავ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →