შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ისევ უყვარხარ სულს

დრო არ დაგიცდის შენ,
შენ არა ჰგავხარ სხვას,
სხვა არ მომისმენს მე,
მე არ გაგატან ქარს.

ნუ დამიხურავ კარს,
გულს თუ დაუგდებ ყურს,
შენ ვერ გაუგებ სულს,
მე სიყვარული მსურს.

თუ აღარა გსურს კვლავ,
მე არ მოგიტან ვარდს,
მისი სურნელი კვლავ,
შენ გაგახსენებს დარდს.

შენ არ ჩამკიდებ ხელს,
მე არ მოვუსმენ სხვას,
სხვა ვერ აგიხსნის მას,
ისევ უყვარხარ გულს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →