შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

როცა არ უყვართ ვერც კი ამჩნევენ

როცა არ უყვართ ვერც კი ამჩნევენ,
ღიმილის უკან ღიმილი არ დგას,
ტკივილს სიტყვები ვეღარ აღწერენ,
ჩემს ნაწერებში იმედი არ ჩანს.

ცრელები ნუთუ ასე ღირს ქვეყნად,
ნუთუ გრძნობები არ ფასობს მეტად,
იქნებ სათქმელი ვერა თქვი ბედად,
თურმე ათასი გამხდარა ერთად.

მეც დავიღალე მოვიხსნი ნიღაბს,
არ გაგიკვირდეს ვინ ვიყავ წინად,
მე უშენობა ჭკუიდან მშლიდა,
სიტყვებით არა მე გეტყვი წიგნად.

როცა არ უყვართ ვერც კი ამჩნევენ,
სუსხიან ზამთარს შეცვლის ზაფხული,
ტყუილს და მართალს ვეღარ არჩევენ,
აწმყომაც ვეღარ დასთმო წარსული.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →