შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მთვარის სატრფიალო

მთავრევ გრძნობების დიდო ნაკადო
მინდა გაგანდო ჩემი ფიქრები
ოცნებებში რომ გავინავარდო
ნეტა თუ ისევ ჩემთან იქნები

მთვარევ ხატებავ ლამაზ ქალისა
ანგელოზია შენზე ამბობენ
ცისფერი წაგკრავს ფერი თვალისა
შიგ ვარსკვლავები დაკიაფობენ

გამოანათებ ტკბილი ღიმილით
მეც გრძნობით სავსე თვალებს გაყოლებ
მთელს ჩემს ტანჯვას და მთელს ჩემს გულის დარდს
უმალ შენს ღიმილს გადავაყოლებ

მე შენი ცქერის ტრფობით დავთვრები
და შენთან ყოფნას ღმერთს შევავედრებ
ყარაჩოღლების ტივზე დავდგები,
ჩემი ლექსებით თავს შეგაბეზრებ

როცა დრო მოვა ჩაესვენები,
მერე სამკვიდროს მზეს ჩააბარებ
მე მთელი ღამის განათენები
შენზე ლოდინში კვლავ დავაღამებ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →