შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მინდა ვიყო

მინდა ვიყო ღვინის წვეთი,
გადასხმული ბარგზე,
ქიმწმენდაში მიმაბარო,
მომიშორო ასე.

მინდა ვიყო შავი პრინცი,
მყავდეს შავზე შავი ცხენი,
სიბნელეში დავდიოდე,
ვერ მხედავდე მარტივად.

თოვლის გუდა მინდა ვიყო,
ბავშვის აგებული,
ზამთარი რომ გადაივლის,
დავდნე უბედური.

ან სიზმარი მინდა ვიყო,
ღამე ძილში თქმული,
დილას რომ გაგეღვიძება,
დაგავიწყდეს ლული.

მინდა ვიყო ჩუმი სიტყვა,
საზოგადოდ თქმული,
და ხალხისგან ფარულად,
დავიკარგო მალულად.

მინდა ვიარსებო მოკლე დროით ასე,
ბევრი ხანი თუ გავძელი,
ვიყო ყინვაგამძლე. :)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →