შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ოლივერ!

ამაღამ დუელი შედგება ოლივერ,
და ჩვენ იმ სულს მოვკლავთ,გუშინ რომ დავათვრეთ
მერე კი მოვკვდებით,მოვკვდებით ორივე
და გვამებს ჩვენსასას დავმარხავთ თავადვე.

ჩერდება ვაგონი და დროა ოლივერ...
თავიდან მოვიხსნა პოეტის ბერეტი
ამ ღამით მოვკვდებით ხომ გესმის ორივე
ამღამით,ამღამით,ამღამით მერე კი...

თავადვე გავზომავთ ჩვენ სასროლ მანძილებს,
სადამდე მიაღწევს სასროლი დამბაჩა
და მარტო ელენეს არნახვა მამძიმებს
და სხვა საფიქრალი რატომღაც არდამრჩა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →