შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მდგომარეობა

საბა მიქაძე 1 წლის წინ
დილის სინაზე, სხივი მნათობი
ვუმზერ ფანჯრიდან ჩიტებს პაწუნებს,
სახეს ღიმილი მოეფინება,
სევდას გუნება აითვალწუნებს.

ზოგჯერ მეზღვაურს გემი უმტყუნებს,
ზოგჯერ მწერალსა მახვილ-კალამი,
ზოგჯერ კი, უცებ ძალა გეცლება,
აღიმართება თეთრი ალამი.

ვუცქერ მდელოს მობიბინეს,
გამწვანებულ ცოცხალ ხეებს,
სახეს ვხედავ, მოციმციმეს
ამოხსნას ვუთმობ მეთვეებს.

ვცდილობ გავიგო არსიამისა,
იდუმალებით მოცულ ლანდისა,
ნაცნობი კია, მართლაც, ჩემთვისა
ანარეკლია, ჩემი დარდისა.

ვწერ ამ წარწერებს შემთვრალი,
ეკიდება ჩემს გულს ალი,
სიტყვაა ძუნწი და მშრალი
კაცი და მისი ქვიშაზე,
საკმაოდ უცნობი კვალი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →