ჩანაწერი
Laravel
ნეტავ ვიცოდე მე სათაური
მოჯდა ყორანი მჩქეფარე წყაროს,
ვარაზის ხევის საყდარს ხუტება.
Dear raven tell me dark secrets ,
ზარი მონასტრის ჩამეხუტება.
ბნედას მმატებენ ნიავ-ქარები,
ნატიალარი ქრის ქრიზანთემა,
ჩემმა თემმა სწვა იალაღები ,
მაგრამ მაინც მე მხვდა ანათემა.
მძივნი მაჩუქა აქ ბნელმა ქარმა,
ხრტიალ-ხრტიალა სუნთქვა ნახველი.
თვლაში გამთვალა ბევრმა ახვარმა
დროებას ვანდვე ჩემი ნაღველი.
დაიარება ხალხი ნარ-ნარა,
ნარ-ნარა ხალხი , თითქო ნარნია,
ათას-ერთ ღიმილს ჩემ არ ემატა
საწუთრომ ფერი გადამახია !
ახლა ვისმენ აქ ძმა-ბიჭთა ქებებს ,
ლუდით ზარხოში თამბაქოს სწევა ,
ტალანტი გაქო გავჰყურებ ხედებს,
მაგრამ ღვთის ხელი არ გადამსწვდება.
და შავმა კატამ მიარა გვერდი ,
ნაყვითლარ ჰქონდა ბასრი თვალები,
სულ რომ მაგლიჯო ორთავე ფერდი,
მაინც ალავერდს დაგემალები.
ისევ დავაგდე შუშის მილერი ,
ზამბახებს ვუწყე ეჭვითა სცქერა ,
აჰა მოჰფრინდა რუხი ფრინველი,
კაცის ფერები რომ გადამფერა.
მისი თვალ-თვალი რისხვა მკაფიო ,
ფიქრთა არმადა აუარება ,
სამმა ქალწულმა მიჭრა ძაფიო ,
ზეცის გარდამხდა გაუარება.
ის ონავარიც მომისხდა გვერდზე,
ჩუმ-ჩუმელა და ცბიერ - კვირვება.
ბოთლები ვცალე ახია ჩემზე,
აწღა არარა გამეკვირვება.
ვგონებ განგება შენი მხვდა წილად ,
ამერიკელო, დემონთ მთავარო.
რომ მაღიარონ დაკარგულ შვილად ,
მაინც შენ თავსა არა მადარო.
დახე, მოვიდნენ , დროებით, ახლა.
ღიმილით ვმალო სევდა მალული,
წავიდა კატაც ეშმამ გამლახა,
ინფერნოს ხვედრით ვარ დამარხული.
ვარაზის ხევის საყდარს ხუტება.
Dear raven tell me dark secrets ,
ზარი მონასტრის ჩამეხუტება.
ბნედას მმატებენ ნიავ-ქარები,
ნატიალარი ქრის ქრიზანთემა,
ჩემმა თემმა სწვა იალაღები ,
მაგრამ მაინც მე მხვდა ანათემა.
მძივნი მაჩუქა აქ ბნელმა ქარმა,
ხრტიალ-ხრტიალა სუნთქვა ნახველი.
თვლაში გამთვალა ბევრმა ახვარმა
დროებას ვანდვე ჩემი ნაღველი.
დაიარება ხალხი ნარ-ნარა,
ნარ-ნარა ხალხი , თითქო ნარნია,
ათას-ერთ ღიმილს ჩემ არ ემატა
საწუთრომ ფერი გადამახია !
ახლა ვისმენ აქ ძმა-ბიჭთა ქებებს ,
ლუდით ზარხოში თამბაქოს სწევა ,
ტალანტი გაქო გავჰყურებ ხედებს,
მაგრამ ღვთის ხელი არ გადამსწვდება.
და შავმა კატამ მიარა გვერდი ,
ნაყვითლარ ჰქონდა ბასრი თვალები,
სულ რომ მაგლიჯო ორთავე ფერდი,
მაინც ალავერდს დაგემალები.
ისევ დავაგდე შუშის მილერი ,
ზამბახებს ვუწყე ეჭვითა სცქერა ,
აჰა მოჰფრინდა რუხი ფრინველი,
კაცის ფერები რომ გადამფერა.
მისი თვალ-თვალი რისხვა მკაფიო ,
ფიქრთა არმადა აუარება ,
სამმა ქალწულმა მიჭრა ძაფიო ,
ზეცის გარდამხდა გაუარება.
ის ონავარიც მომისხდა გვერდზე,
ჩუმ-ჩუმელა და ცბიერ - კვირვება.
ბოთლები ვცალე ახია ჩემზე,
აწღა არარა გამეკვირვება.
ვგონებ განგება შენი მხვდა წილად ,
ამერიკელო, დემონთ მთავარო.
რომ მაღიარონ დაკარგულ შვილად ,
მაინც შენ თავსა არა მადარო.
დახე, მოვიდნენ , დროებით, ახლა.
ღიმილით ვმალო სევდა მალული,
წავიდა კატაც ეშმამ გამლახა,
ინფერნოს ხვედრით ვარ დამარხული.
Laravel
კომენტარი
0