შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ყოველთ-დღიური #15

სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი.


-თავო უბედურო , რისი მომსწრე გახდა ჩემი თვალები ! კაცთა ბოროტებას ზღვარი აღარ აქვს.

-არც გაუფილტრავი ლუდის მარაგს სამიკიტნოში.

-გენდობით, ერთი კათხა, სიერრა ნევადა, გაუფილტრავი.

-და პორცია დახრაკულ ღორის ყურებსაც შემოგთავაზებთ, რამ დაგაღონათ სერ ?

-ქუჩის ბოლოს ყმაწვილ-კაცთა სასწავლებელში ყოველდღისით ვხედავ ერთ ლოყებ ღაჟღაჟა მსუქანა ბავშვს. ვაშლის ღვეზელი უყვარს, სიცივესა და ყინვაში რიგში დგას. ორ ცალ ქონიან , ვაშლის ღვეზელს ელოდება, საგულდაგულოდ ითვლის რკინის აჩხრიალებულ მონეტებს, ეტყობა სიმწარე ხარკის გროვებისა. თვალი მოვკარი , თანატოლებმა როგორ შეიტყუეს მოფარებულ ჩიხში, სცემეს და დაბეჩავებული კინწისკვრით გააგდეს, ბავშვს ღაპა-ღუპით ცრემლები სცვიოდა. ვერად გავჩერდი... ყმაწვილკაცობის მლაშე მოგონებები ცოცხლად განმისხეულდა და...

-თქვენ ისეთი კაცი ხართ , ბატონო ერემია, რომ სამართალს აუცილებლად აზეიმებდით.

-ვცდილობ ჩემებრ, დავეწიე და ქამრის ბალთით იმ ავაზაკს კანი დავუფლითე.

-ვაშლის ღვეზელები თუ მოგეწონათ ?

-დიდად არ მომწონებია, იმ მსუქანა ნაბიჭვარმა, მხოლოდ ერთის გადარჩენა მოასწრო, მეორე აწაპნეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →