ჩანაწერი
Laravel
ყოველთ-დღიური #14
სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი.
მთვრალი და ნაზარხოშები ამბოხების იდეითა, ვიჯექ და კალამს ვწვრთნიდი. თითები სისხლით მომეთხვარა, ნაყვითლარ ნაგლეჯს ერთხმოდა ცრემლი თვალისა ჩემისა. შავ-კაბა მემოსა, სახე ზეთიანი და წვერი ობმოდებული. რაოდენ დიდია წყალობა შენი ღმერთო , რაოდენ დიდია გოდება ჩემი აღვლენილი შენდამი. შეისმენ მას ? შეისმენ უფალო ?..
-უცილოდ შეისმენს , ზედმეტად დიდიხანია ზიხართ, სერ, ღმერთს თავისი პოლიტიკა აქვს, სამიკიტნოს კი თავისი, უნდა შეუკვეთოთ.
-ვგონებ, თვით შემოქმედმა გამოგგზავნათ.
-სამყაროში შემთხვევითი არარაა, საწუთრომ დაგღალათ, ნაჯაფარია გონი თქვენი და სული თქვენი.
-ასეც არის, მაგრამ ყოველი გზა წმინდა სამებასთან მიდის, ამაოა მეცადინეობა ყოველთა , თუ ეცდებიან რომ წილი ჯვარი განმარიდონ.
-განაგრძე ველზედ რბენა, დესპანო ღვთისა, მუცელზე ფორთხვა და მტვრის ყლაპვაც რომ მოგეწიოს , არად ანებო თავი ნაკისრს. განაგრძე და განავრცელე მოწოდებანი ტირანიის დამხობისა მსგავსად გომორისა.
-დიდი წყალობა , შენი ღმერთო.
-რატომ იცინი თეოდორ, ჭურჭლის წმენდვა ასე საქილოკოა?
-არა, უფროსო. აი , იმ მაგიდაზე მარცხენა კუთხეში, ორი კაცი ზის, ერთი იატაკქვეშა შერეკილია, თავის თავს ღვთის დესპანს ეძახის, ხოლო მეორე - დაზვერვის აგენტი.

კომენტარი
0