შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ყოველთ-დღიური #12

სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი.

-რას შეუკვეთავთო მეკითხებით?! რა უნდა შევუკვეთო ! საკუთარი მეუღლის მობრაწულ თავს ვისურვებდი ლანგარზე. შენი დედაც ვანესა ! როგორ მძაგხარ შენი კაპრიზებით შენც და დოყლაპია დედაშენიც. ყველაფერი ჩემ კისერზეა ! ადექი სისხამს, ჩაიცვი მიკუჭულ-მოკუჭული მოთეთრო პერანგი. უმტკიცე ხალხს რომ მოკრემისფრო დაჰკრავს ჭუჭყის მაგივრად, ყავასა და აყროლებულ თუთუნზე გადააგორე მთელი სამუშაო დღე.

იყიდე საჭმელი მოათრიე დაულაგებელ სახლში და შეხედე შენ მსუქან-ღაბაბა ცოლს როგორ კოტრიალობს ჩამპალ საძინებელში, აი რას ვისურვებდი, ვანესას შემწვარ თავს, ბროწეულსაც თუ მიამატებთ , ფრიად კმაყოფილი დაგრჩებით.

ჰენრი , ჰენრი !

-აქაც მომაგნო , ყასაბს თუ სცალია იქნებ ბარემ აქვე გამოღადროთ, სულ ცინცხალი იქნება.

ჰენრი !

-რა ჯანდაბა გეტაკა ! ამ დილა-უთენია მაინც მომასვენე.

-ხომ გახსოვს გათამაშების ბილეთი რომ დავწერე და გამომთათხე ფულს რაში ხარჯავ შენ ვინ რას მოგაგებინებსო ?! მოვიგეთ ჰენრი ! ერთი-ერთში ,არასდროს მუშაობა აღარ მოგიწევს, ჯეკპოტია,საყვარელო, ჯეკპოტი , აი ნახე, 9 3 5 7 8 2 1 , ზუსტად დაჯდა !

-ახლა ვფიქრობდი თუ როგორ მიყვარდი , ვანესა, ჩემო უძვირფასესო ! შენ გარეშე წამიც კი არ მასუნთქოს გამჩენმა, კაცი არდადის ვინც ჩვენ შორებას წარმოიდგენს ან შეეგუება ! ჩემო ყოველთა ვარსკვლავო , სიანცით რომ კაშკაშებს ცის კამარაზე ! მომეცი , ვნახო , ჩემო უძვირფასესო !
-აი , ჰენრი, ნახე, ნახე , რაც შეიძლება მალე , შემდეგ კი ფულიც მოვხსნათ და სადმე სიშორეს გადავიკარგოთ !

-ეს ფურცლის ნაგლეჯზე წამელნილი ნაჯღაბნია, ეს გათამაშების ბილეთი კი არა ფურცელზე მოთათუნებული ბოტოტა თითებია, შენი დედაც , ვანესა ! შე უდღეურო, უსუსურო, ტვინგამორეცხილო ნაბიჭვარო! აყროლებულო ლეშო, ერთი სული მაქვს როდის ჩაძაღლდები და სადმე ღია ცისქვეშ მიგაგდებ მატლების საჯიჯგნად, ან თუ არა თავად ჩაგაძაღლებ !

-ფურცელი ამერია ჰენრი, აი, გათამაშების ბილეთის ასლი !

-ღმერთო, დიდებულო ! როგორ მიყვარხარ, ვანესა ! ჩემო სიცოცხლის ცოცხალო ანგელო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →