ჩანაწერი
Laravel
ყოველთ-დღიური #11
სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი.
-წარმოიდგინეთ რამდენად სარფიანია ! რამდენი ადამიანი კვდება ყოველდღე ? აროდეს არ ჩაგძირავს საბაზრო კონკურენცია, რადგან მომხმარებელი მუდმივია, ხალხი ყოველდღე კვდება, კარგი მყიდველები, მკვდარი მყიდველები არიან.
-ვერ გეტყვით ნოე, რომ 4 ფიცრის დამზადება მომგებიანი შეიძლება იყოს.
-მომგებიანია , ზედმეტადაც მომგებიანი, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი კვდება ყოველდღე, ანდა რაღათ გინდათ წარმოდგენა, უბრალოდ ფართოდ გახელილი თვალებით მიმოიხილეთ. მოკვდა ერთი, მოკვდა ორი, სამი , ოთხი, ხუთი, ექვსი და ვოალა ! ეგეც თქვენი 6 საცხედრე, მერედა ზოგნი განსაკუთრებული პატივისცემით კრძალავენ თავიანთ მკვდრებს, საცხედრის ფასი მასალის ექვივალენტი იქნება, ბრწყინვალე ბიზნესია !
ნოე კროუფორდი აქ არის ?!
-საკმაოდ სარფიანია ! წავიკითხე კიდეც, ყოველივე გარკვეული და გამზადებული მაქვს, წერია ყოველ წამში ორი ადამიანი კვდებაო. ახლა მიეცით გასაქანი ვიზუალიზაციას. თუ საქმე ლოკალურიდან საერთაშორისო გახდება, მსოფლიოს მასშტაბით ყოველ მომდევნო წამს 2 პოტენციური მომხმარებელი გვყავს.
ნოე კროუფორდ , სერ...
-გენიალურია , აუცილებლად უნდა დავიწყო, სიზმარი ვნახე, ძალიან კარგი აზრია!
ბატონო, ნოე...კროუფორდ
-მაპატიეთ, ვერ გავიგონე, მოგისმენთ.
-თქვენი შვილი,სერ... ადგილობრივ სროლას ემსხვერპლა, მოზიარენი ვართ...
-ესე იგი, დიახ... სად გავჩერდი... სად... გავჩ... ერთი მკვდარი, ორი... ჰო, ორი მკვდარი... სამი , ოთხი , ხუთი , ექვსი და ვოალა, შვ... შვიდი მკვდარი... ეგეც თქვენი 7 საცხედრე.

კომენტარი
0