შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ყოველთ-დღიური #5

სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი

-ღმერთმაც დასწყევლოს, რით ვერ აინთო ეს შხამნარავი ნამწვი, არადა რა წარმტაცი რეკლამირებითაა შეფუთული ეშმას საკმეველი, აქაოდა შოკოლადის სურნელიო, იქაოდა ვანილის დაუვიწყარი გემო, მე თუ მკითხავ ყველა ერთი ნაგავია ათასი შხამ-ქიმიკატით შემკულ-მოკაზმული.

მაგრამ უნდა აღინიშნოს , რომ ამ კარდონის 20 გველიანმა ყუთმა გადამარჩინა. რეის შევუარე 2 კოლოფის საყიდლად,
ლენტიც ავხსენი, გოგირდით გაჟღენთილი ასანთიც ცეცხლში მოვახვიე. ჰოდა, მეც ასე ამხსნეს ხორცი და ძვლებიც გეენაში გამიხვიეს, როცა ელენა დავინახე ვიღაც ნახევარ-კაცასთან ერთად, მიყრუებულ არკაში...

-როგორ .. ელენა ?

-ელენა... აბა, როგორ !

-არადა მეუბნებოდა, ბავშვი უნდა გავასინჯო ფერზე სიყვითლე ერევაო

-როგორც ჩანს, თავადაც გადაწყვიტა დეტალური გამოკვლევა , ვერაფერს იტყვით, მშვენიერი ამბავია.

-ეს ტექსტი უნდა დავამუშავო , დღეს სცენაა, თეატრის სუნი მომენატრა. ხომ მოხვალთ , როგორც შემპირდით, ისე უნდა იყოს ყველაფერი, დაგეგმილი, მოზომილი და დაპირებულიც.

-მოვალ, სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.

-გთხოვთ, კიდევ ერთი კათხა.. გაუფილტრავი.

-ხომ არ უძალიანდები, არც ისე დიდი ხანია, რაც პირზე რძე შეგაშრა.

-ასე 2-3 თვე იქნება, ხომ იცით ტერეზა, აი ის, ფუნთუშას რომ ეძახიან, მისი შრომისმოყვარე მეუღლეც ზუსტად 2-3 თვეა, რაც ზღვისკენ ილტვის და სხვა მეზღვაურებთან ერთად აქა-იქ მეკობრეებსაც იგერიებს..

-შენადა, თუ იცი ეწევა ?

-ეწევა რომელია, ფუნთუშამ მითხრა, მარტო მაგის დღიურმა 5 -მა კოლოფმა ქანცი გაგვაძროვო. რატომ მკითხეთ ?


ჯერი ! კიდევ ერთი კათხა, გაუფილტრავი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →