შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ყოველთ-დღიური #2

სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი.

- ყოველი ოცნება პირველშობილი იმედივით მაშინ ჩამეკლა , როდესაც ტრანსპორტში მგზავრობის დროს ფეხზე რამდენჯერმე ლაზათიანად მიმაბიჯეს.

- ქალაქი ყარს, რუხ ფასადებს ლეშისფერი ვერაფრით განუშორებია

- მერედა როგორ ?! სადგურებში ჭიანჭველების დინებებს მიუხრჩვიათ მეფენი

- აჰა ! მაშ, შენც ხალხს მატლებთან აიგივებ , მაგრამ თასების გამოცვლას მუდმივად ითხოვ, წვერზე ობი მოგდებია , ნაყვითლარ კბილებს ,ალბათ, აპოლონმა უძღვნა ალმური, რად შეგბღალვია სამოსი ესე ? ო, დიდებულო , მეფეო ამიერისა ! იმიერშიც სოლომონს უბოძებია შენთვის ციური ტახტი, ანგელნი შენ სახელს გალობენ ხოლო სამნი განიძახიან მოდი , მოდი და გვიხილე!

- ნუ მაქილიკებ, კიდევ დამისხი !

- რაოდენ სევდა ჩაქსოვია ძახილის ნიშნებში , დამიანე...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →