შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შენ გეღვიძება და მე კი ვღელავ

შენ გეღვიძება და მე კი ვღელავ,
შენთვის,რომ მზეა და ჩემთან ბნელა,
ირგვლივ წყვდიადი,რომ მეფობს ნეტავ,
ამას თუ ხვდები,ანაც თუ ხედავ.
შენ გეღვიძება და მე კი ვღელავ,
შენთან სინათლე ახლა ჭარბია,
მე კი ამ ბნელში ერთ ადგილს ვთელავ,
და ეს ადგილი მხოლოდ დარდია.
შენ კი იღვიძებ კვლავ არხეინად,
მე კი სიბნელით ვარ გათელილი,
და ეს ნაწყევლი მზე არ მეღირსა,
რომ აღარ ვიგრძნო სევდა ცვეთილი.
შენ,მხოლოდ შენ დამრჩი საფიქრელად,
შენი ღიმილი,საფიცარი,
ბედნიერ კაცად,რომ მაღვიძებდა,
ახლა დაიკარგა,დასამარდა.
შენ კი იღვიძებ და მე არც მძინავს,
ამ სიბნელეში მხოლოდ შენ ბზინავ.
მე გათენება მომიხდა წუხელ,
რადგანაც ვეღარ ვუძლებდი წუხილს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →