შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შემოდგომა

კვლავ შემოდგომა მეალერსება
და იდუმალი ვრჩები ყოველგან,
როცა ფოთლებით გადაივსება,
გზატკეცილები სულის მორევთან.

და მეღვიძება ზაფხულით დაღლილს,
გამონათებით ველი მე ზამთარს,
ვიცი,რომ თოვლი უდავოდ დამცლის
და კვლავ შემმატებს სიცივე დარდსაც.

შენც,რომ წახვედი ზამთარი იყო,
მახსოვს გაისმა ცაზე ქუხილი,
მე ყველა ცოდვას ნატიფად გინდობ,
რომ ჩემსას ერთოს შენი წუხილიც.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →