შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ქარების მღერა

მცივა და ვუსმენ ქარების მღერას,
მთვარე,რაღაცას თავისთვის გალობს,
მოღამდა და ვიწყებ წერას,
ჩემში კვლავ დღესაც პოეტი სახლობს.

ნეკერჩხლები იწვიან სადღაც,
სადღაც წიფელა მოწყვიტეს ფესვებს,
პოეტი დადის ქუჩაში ახლაც,
ქვებზე იწმინდავს ჩამომხმარ ხელებს.

დარდმა იწვნია თავისი მარცხი,
ხეებს რატომღაც დაეტყოთ დაღლა,
ჯერ რა დროსია წვიმების მარტი,
ჯერაც ზაფხული ახლახანს გაგვცდა.
Laravel

კომენტარი

1
ამხანაგი საბიასი
ამხანაგი საბიასი მარტოხელა მოარული დონე 1 · ახალბედა 2 წლის წინ
მარტი გვეღირსა
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →