შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ნავი ჩაიძირა

ქარი დაძრწოდა სხეულში ნაზად,
თვალები ზღვისკენ იყო პყრობილი,
მე დამყვებოდა ეს სევდა ხატად,
და ვიყავ ლექსით მე შეპყრობილი.

ქარშიც ვეძებდი საწერად ფურცლებს,
და კიაფობდა ჩემი გონება.
მე შევცქეროდი ნაცრისფერ ღრუბლებს,
და ტვინს რჩებოდა ეს მოგონებად.

რამდენი მუზა გავფლანგე ოხრად,
რამდენი ღამეც გავლიე ფიქრში,
მაგრამ ჩემი ხნსა აქ აღარ მოსჩანს,
და ვცხოვრობ ასე,მთასავით ნისლში.

ფერებს ვთხოულობ ისევ ამარალს,
და ვხატავ მუქში გარემოებას,
ვრჩები ეული სიტყვის ამარა,
რადაგან შემიპყრი ამაოებამ.

და მაინც ქარში ვასვენებ სახეს,
ამ გულს კვლავ უნდა განმარტოება,
ჩემი ცხოვრება ჰგავს ნავის ნატეხს,
რომელსაც კვლავს სურს განაოსნება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →