შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მე და ზღვა

ზღვის ტალღებს ვუცქერ,შორს დაისია,
მზესავით ჩადის ფიქრები გულში,
იცი ძვირფასო,ხვალ მაისია,
ჩვენი სიშორის ცუდი თვე,უტყვი.

მხოლოდ ზღვამ იცის ჩემი ნაღველი,
მარტო ის მისმენს,როცა ომია,
გაუთავებელ დარდით დავიწვი,
გარშემო,რომ ჩანს ჩემი ბოლია.

მხოლოდ ზღვამ იცის ჩემი ნიღაბი,
მას ნანახი აქვს ნამდვილი სახე,
ეს პოეზია არის ნიშანი,
რომ სევდის გარდა სხვა რამ ვერ ვნახე.

ზღვა მოსვენების რჩება ადგილად,
ჩემი დაღლილი სხეულისათვის,
რამდენი წელი ასე გავიდა,
კვლავ მომლოდინე ვარ შენი სახის.
Laravel

კომენტარი

2
Nikoloz Abuladze
"ეს პოეზია არის ნიშანი,
რომ სევდის გარდა სხვა რამ ვერ ვნახე"
👏👏
ამხანაგი საბიასი
ამხანაგი საბიასი მარტოხელა მოარული დონე 1 · ახალბედა 2 წლის წინ
❤️
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →