შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

31 მარტი

და ასე წლებმა,თითქოს წამებმა,
გადაიბირეს ჩემი დროება,
ქარშიც და მზეშიც,სულ მაგონდება,
ჩემი წუხილი,ჩემი გოდება.

კვალი ესმგავსა ახლა ლაბირინთს,
სწორი გზა მხოლოდ ქარტეხილია,
ასე ცხოვრება თვალწინ ჩაგივლის,
რადგან დღეები დამტვერილია.

ილევა მარტი,მოსდევს აპრილი,
ვიცი კვლავ მოვა მწარე მაისი,
ეს ტკივილები როდის ჩაივლის?
ეს ტკივილები როდის დაიძვრის?

გათავდა სიტყვა,ჩვენი მარტივით,
წაიყოლია ჩემი სათქმელიც,
ახლაც იგივე ცეცხლით დავიწვი,
რითაც დაიწვა ჩვენი სანთელი.

მწვანე მინდორზე ისევ იხარებს,
ია,ვარდი და ყოჩივარდები,
ვიცი,ბუნება ისევ ილაღებს,
გადაივსება პეპლით ბაღები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →