შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წვიმაში ნათელი ღამეებია

წვიმაში ნათელი ღამეებია,
მუსიკას ახლოდან მოისმენ,
გრძნობები მეტად ნაფერებია,
წვიმიან ღამეში მოილხენ.

იკითხავ ბალმონტს და გალაკტიონს,
გასცდები სიმდიდრეს მიწიერს,
წვიმაში ეწვევი გელათს და სიონს,
ტაძრებში შეიგრძნობ სხვისიერს.

წვიმაში მოგივლის ქარები,
წვიმაში იცოცხლებ ყვავილად,
წვიმაში გაქრება შრამები,
წვიმაში დარჩები ნამდვილად.

წვიმა ხარ თავად ნაფერო,
წვიმაა შენი ალეგორია,
სულ სხვა ხარ,სულ სხვა ხარ,სხვაფერო,
ამ გულს ამჩატებ ლოდიანს.

წვიმაში ნათელი ღამეებია,
მუსიკას ახლოდან მოისმენ,
ეგ სახე დღესაც დამსიზმრებია,
ეგ სახე ვიცი,ხვალაც მომიმღერს.

წვიმა ხარ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →