შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ანარქისტს ბავშვებს

ანარქისტ ბავშვებს

ანარქისტი ხარ, პატარა ბიჭო,
ბრაზით გევსება გულის წადილი.
გაღიზიანებს, ვინც გეუფროსა,
და აღარ გატკბობს შობის წადილი.

გინდა სამყაროს გააგებინო,
რაღაც ვერ არის რიგზე, ჯამათნო.
ვინც ხალხს ამონებს და აბეჩავებს,
მაუზერის ხმა გინდა გააცნო.

ბედის შემყურე, გულს გივსებს ბოღმა,
რადგან ფასს იცნობ თავისუფლების.
ფეხზე გკიდია სამყაროს დოგმა,
არ გეშინია რუსულ ტუფლების.

ანარქისტი ხარ, პატარა ბიჭო,
საკნის კედლები რას გაგაჩერებს?
სკოლიდან დაგყვა" ურჩი" "უტეხი",
ვინც გეღობება, წყევლის გამჩენებს.

შენი სულია ამბოხებული,
თავისუფლების ცეცხლით ნათელი
სამართლისათვის შენ ხარ მებრძოლი,
დედას უნთია შენთვის სანთელი.

2024 დეკემბერი აქციიდან
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →