შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ფერი-ცვალება

არ დაიწმინდო ცრემლი თვალიდან,
სულში აგროვე დარდები, რისხვა,
განაცალკევე ხორცი კანიდან,
გტკიოდეს! არც კი გაბედო მისვლა!

როს თავს ეხვევა დიდება, ქება,
სულიერება იმ წამსვე კვდება,
საგაზაფხულო ფერიცვალება
ყოფილა შენი გარდაცვალება!

გადმონთხეული სულის ტკივილი
აროდეს იყოს შენი გოდება,
სიჩუმე იყოს შენი კივილი,
მუდამ გახსოვდეს — არმოგონება!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →