შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მთვარე და ზამთარი

რალამაზია მთვარე,
როგორ უხდება ღრუბლებს,
ანათებს ორჭოფ ღამეს,
სხივებით მიწას უცქერს.

არც კი სჭირდება არვინ,
ზეცას ედება მძივად,
არ ელოდება არვის,
ასე მიყურებს ცივად.

აქ თვეებია ზამთრის,
დეკემბერია, ყინავს,
თოვლი ედება ნაპირს,
მზესაც კი ტკბილად სძინავს.

მთვარე... ისე გგავს მთვარე,
თითქოს შენ გხედავ ცაში,
შენც ასე მიცქერ ღამე,
მე კი წვეთი ვარ ზღვაში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →