ჩანაწერი
Laravel
ყორღანებიდან თუ აფრინდა ..
ყორღანებიდან თუ აფრინდება გნოლი ამ ცაზე
შენ ყაბარდოდან გადმოგხედავს მომავალს გზაზე
აქ გაიშლება ყვავილები მდინარე ქსანზე
ჯარისკაცებს რომ ეფინებოდათ გზადაგზა ფარზე,
დათრგუნული გულებით და ცრემლიანი თვალებით
არავინ არ გველოდება, დროსაც უკან გავყვებით
მოდი ხელი ჩავკიდოთ და მოვეკიდოთ გაგებით
თორემ ვხედავ ცალცალკე რომ თვით ხრიოკში ვვარდებით
მოვეფეროთ ერთმანეთს და ანგელოზებს მხარზე
ერთ მუშტად თუ შევიკვრებით აღარ გავდგეთ განზე
ისტორია იწერება ალბათ მაღალ მთაზე
რომ არვის არ შევარჩინეთ დამცირება გვარზე
ყველაფერზე გამუდმებით ხალხო ნუ ავარდებით
ვანადგუროთ ადგილები გავსებული ყვავებით
შემდგომში რომ შემოვფინოთ სულ წითელი ვარდებით
ძლიერებას ვინარჩუნებთ აქ თვით ღმერთის განგებით.

კომენტარი
0