ჩანაწერი
Laravel
მამამ მასწავლა
მამას შვენოდა ყოფა მჩქეფარე
და რა ღირსება პირველად ყოვლის,
არ ღალატობდა წინაპრის ანდერძს,
ამკობდა ნიჭი - მაღალი ხსოვნის.
. . . დღეს რომ იმედით და რწმენით მავსებს,
მამამ მასწავლა აზრი სიცოცხლის.
მამას ანაზდად გულმა უმუხთლა,
(ეჰ, ეს საწუთრო არის ხანმოკლე),
მაინც მოასწრო, დაიჩურჩულა:
"დამილოცნიხართ. მშვიდობით. გტოვებთ."
. . . ერთობ დარდიანს და ერთობ მწუხარს,
მამამ მასწავლა, თუ როგორ მოვკვდე.
და რა ღირსება პირველად ყოვლის,
არ ღალატობდა წინაპრის ანდერძს,
ამკობდა ნიჭი - მაღალი ხსოვნის.
. . . დღეს რომ იმედით და რწმენით მავსებს,
მამამ მასწავლა აზრი სიცოცხლის.
მამას ანაზდად გულმა უმუხთლა,
(ეჰ, ეს საწუთრო არის ხანმოკლე),
მაინც მოასწრო, დაიჩურჩულა:
"დამილოცნიხართ. მშვიდობით. გტოვებთ."
. . . ერთობ დარდიანს და ერთობ მწუხარს,
მამამ მასწავლა, თუ როგორ მოვკვდე.
Laravel
კომენტარი
0