შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

წინაპართა სამყოფელი

მზემ ჩაჰკარგა ბოლო სხივი
მუხნარის ტყის დასალიერს,
დაბარბაცებს ჩუმად ბინდი,
აფერმკრთალებს ყვითელ იელს.
გულსაამოდ და თანდათან,
ჩამყუდროვდა კვლავ სოფელი,
საღამოა ახლა ნაღდად,
ვრცელი ფიქრის მათრობელი.
სხვა ეშხი აქვს, სულ რომ შვენის
გარინდებულ ორღობეებს,
გრილი სიო ფრთხილი ვნებით
უალერსებს ხეთა რტოებს.
ძვირფასი და ერთობ სანდო,
არის მარად აქ ყოველი,
რა ტკბილია, რა უბადლო,
წინაპართა სამყოფელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →