ჩანაწერი
Laravel
სევდის ბორცვები
ბორცვები, სევდის ბორცვები,
საყდრის ეზოში ვღონდები,
აქ სიჩუმეა ყოველთვის
მკაცრი და გამაოგნები.
ბორცვები, სევდის ბორცვები,
წლები მწუხარე გოდების,
და ზოგჯერ, ხანგამოშვებით,
ოდნავი შვების მომგვრელიც.
ბორცვები, სევდის ბორცვები,
საყდრის ეზოში ვღონდები . . .
ვის არ შემუსრავს დროების
გულცივი ქარაშოტები.
საყდრის ეზოში ვღონდები,
აქ სიჩუმეა ყოველთვის
მკაცრი და გამაოგნები.
ბორცვები, სევდის ბორცვები,
წლები მწუხარე გოდების,
და ზოგჯერ, ხანგამოშვებით,
ოდნავი შვების მომგვრელიც.
ბორცვები, სევდის ბორცვები,
საყდრის ეზოში ვღონდები . . .
ვის არ შემუსრავს დროების
გულცივი ქარაშოტები.
Laravel
კომენტარი
0