შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ავტოპორტრეტი

მოძმის სიკეთე მახარებს რარიგ,
როცა მჭმუნვარებს, განვიცდი ტკივილს,
მახსოვს წინაპრის სიმტკიცე რვალის,
მშვიდად მივყვები გასავლელ ბილიკს.
დროის ქარაშოტს სურს დამარბიოს,
შმაგ და უტიფარ წადილს არ ნიღბავს,
სული ნაღველით ბევრჯერ ამივსო,
მაგრამ მაინც ვერ გამიღარიბა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →