ჩანაწერი
Laravel
იმერეთი
იმერეთის ცა და მიწა -
სულ სხვაგვარად მომხიბლავი,
ფიფქთა ბარდნაც, დარიც, წვიმაც,
ნიავიც და კრთომაც ალვის.
შეგებება სტუმარს ლაღად,
- „გენაცვალე“, - თბილად თქმული,
იუმორის მეტი განცდა,
სიტყვაც ბევრჯერ გარითმული.
ფუსფუსებენ ვაზის ირგვლივ -
სიყვარულით, ისევ ტრფობით,
შრომა, მადლი და სინდისი -
დღენიადაგ შესამკობი.
არვინ არის - მთას თუ ბარად
ძველ ადათ-წესს ოდნავ გმობდეს,
იმერეთში საგრძნობ ძალას
და სანუკვარ შვებას ჰპოვებ!
სულ სხვაგვარად მომხიბლავი,
ფიფქთა ბარდნაც, დარიც, წვიმაც,
ნიავიც და კრთომაც ალვის.
შეგებება სტუმარს ლაღად,
- „გენაცვალე“, - თბილად თქმული,
იუმორის მეტი განცდა,
სიტყვაც ბევრჯერ გარითმული.
ფუსფუსებენ ვაზის ირგვლივ -
სიყვარულით, ისევ ტრფობით,
შრომა, მადლი და სინდისი -
დღენიადაგ შესამკობი.
არვინ არის - მთას თუ ბარად
ძველ ადათ-წესს ოდნავ გმობდეს,
იმერეთში საგრძნობ ძალას
და სანუკვარ შვებას ჰპოვებ!
Laravel
კომენტარი
0