შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ტრფიალით სწორნი

ღამეულ ლტოლვას მე ვანდობ მთვარეს...
მუხის კარებზე მუხის ურდული,
„მიყვარხარ“,- გეტყვი და ვგრძნობ შენს განცდებს,
შენ გამღელვარებს ჩემი ჩურჩული.
ძარღვებში ვნების ეს ცეცხლი ელავს,
ერთმანეთს ვეძებთ ტრფიალით სწორნი,
ჩვენ ვეთხოვებით ამ ღამეს ელამს
და თრობის ნავზე ავდივართ ორნი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →