ჩანაწერი
Laravel
განთიადის სინონიმები
თვალს ვადევნებ გათენებას - დღე და ღამის გაყრას,
მოუღლელი გრილი სიო ანანავებს ყანას.
იპყრობს სივრცეს დაფიონი, რა წყნარად და მშვიდად,
ვით სპეტაკი ტაძრის გუმბათს - ბერის ლოცვა წმინდა.
ფრთხილად აღებს ახლა სარკმელს მუხის ძველი ოდა,
სულ სხვა არის განთიადი დანახული სოფლად.
რარიგ ამკობს აცისკრებას ტკბილი ჰანგი შაშვის,
რომ გადასწვდა ერთიანად - ეზოს ფართოდ გაშლილს.
ვინ არ ეტრფის ამ აისის გულის ლაღად გახსნას,
მართლაც, ხიბლი აქვს იმგვარი - ვაზს რომ მამა გასხლავს.
ალიონზე ცხადად ვიგრძენ ის სიცოცხლის ძალა,
როცა ვდარდობ - სიხალისეს დამიბრუნებს კვლავაც.
ცაა ლურჯი, გამჭვირვალე, ღრუბელი არ ქუფრავს,
მავსებს რწმენით და იმედით გარიჟრაჟის სუნთქვა.

კომენტარი
0