შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მუხის ნერგი

შარშან დავრგე მუხის ნერგი,
წელს რა ადრე გაიფოთლა,
უალერსებს სიო ნელი,
თვალსაამოდ როგორ ფრთონავს.
- შორს გაშალე მუხავ მხრები,
დაიპყარი ირგვლივ არე,
ვერვინ გნახოს ბინდისფერი,
მჭმუნვარე და მგლოვიარე.
შეეგებე ჩიტებს თბილად,
სიმღერაა მათი ხვედრი,
ვინც მოუსმენს ჰანგებს ღვთიურს,
საყვედური არ თქვას ბედის.
ეჰ, ვინ დასძლევს ამა ქვეყნად -
არცთუ ბევრი ზამთრის ყინვებს,
მერე ხსოვნაც დამთავრდება,
მუხავ, შენ არ დამივიწყებ!..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →