შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დილაადრე

დილაადრე, სისხამზე,
თვალს გავახელ როცა,
მუზა შუქმომფინარე
იმწამს მჩუქნის კოცნას.
ღვთის მადლი და წყალობა -
დღემდე კვლავაც მყოფნის,
სხვა სურვილი არ მქონდა,
ვარ მეხოტბე სოფლის.
ალვის ფოთლებს ნიავი
აჩურჩულებს, აკრთობს,
წრფელი და გამჭვირვალი
ფიქრი ისევ მათბობს.
რა ბევრია მღიმარი
ყვავილები მინდვრად,
სიცოცხლე აქ მიხარის,
სიკვდილიც აქ მინდა.
დილაადრე, სისხამზე,
თვალს გავახელ როცა,
მუზა შუქმომფინარე
იმწამს მჩუქნის კოცნას.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →