შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ძველი სენი

მწვავე ფიქრმა დაიურვა გული
და საგრძნობლად მიფერმკრთალებს იმედს,
რად ბატონობს ჩემს მამულში შური,
ძველი სენი, ახლაც სინამდვილე.

პირველობა მაინც რამდენს უნდა
და ამ სწრაფვას მტრობა მარად ერთვის,
არ მომხდარა უნებურად, თუნდაც,
ძმათა მკვლელი - ომი ბაზალეთის.

და საზღვარი არ აქვს,- როგორც წესი,
ქართველების ერთმანეთთან ჭიდილს,
დღემდე ღვივის მრუმე, ყორნისფერი,
ქიშპობა და ის ფარული იჭვი.
. . . გთხოვ, უფალო, კვლავ აგვავსე რწმენით
და მოგვმადლე სიყვარულის ნიჭი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →